სალომეს წარმატების პირველი ნაბიჯები
17.03.2021 - 17.03.20212019 წლის დეკემბრის თვეში კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი და ზრუნვიდან გასული ახალგაზრდებისთვის გამოაცხადა მცირე საგრანტო კონკურსი - საპროექტო იდეების დაფინანსება, რასაც წინ უძღვოდა ახალგაზრდების მომზადება პროექტის წერასა და ზოგად სამეწარმეო უნარებში.
განსაკუთრებული აქტიურობით ორი ახალგაზრდა გოგონა გამოირჩეოდა. ერთ-ერთი საპროექტო იდეა ანიმაციური გმირების კოსტუმების შეძენას და ბავშვთა და მოზარდთა დაბადების დღისთვის ანიმატორთა ჯგუფის ფუნქციონირებას მოიცავდა. იდეის ავტორმა ცენტრისგან მოიპოვა დაფინანსება და დიდი ენთუზიაზმით დაისყო საქმიანობა.
გოგონა, რომელიც მცირე ასაკიდან სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებოდა. სულ პატარა იყო, როდესაც კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და მას მერე არ გაუწყვეტია ორგანიზაციასთან ურთიერთობა. წლების განმავლობაში „მშვიდობის გზის“ კლუბის ერთგული წევრი იყო და ახლა უკვე ზრდასრული და წარმატებული ახალგაზრდაა.
"აღნიშნული ინიციატივა დამეხმარა ჩემი შესაძლებლობების გამოვლენაში. უფრო მეტად გავაანალიზე რა არის ჩემი ცხოვრების მიზანი, ინტერესი და მისწრაფება. ეს პროექტი ჩემთვის ნიშნავს დამოუკიდებლად გადაწყევეტილების მიღების შესაძლებლობას, მომავალი ცხოვრების პერსპექტივაზე ფიქრს, შემოსავლის წყაროს, რაც ახალგაზრდობის ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემთვის, როგორც სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ახალგარზდისთვის. კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა შემმატა თავდაჯერებულობა, დამეხმარა ემოციების მართვის უნარების ჩამოყალიბებაში და რაც ყველაზე მთავარია მასწავლა როგორ უნდა ვიბრძოლო წარმატებისთვის. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა ჩემ ცხოვრებაში სწორედ კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრს და იმ გუნდს უკავშირდება, რომლებიც იქ მუშაობენ“ - აღნიშნა სალომემ.